როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს😊
- 1)გაზაფხულზე ყვავილების სურნელით სავსე ბაღში ყოფნას არაფერი სჯობს. აპრილში ჩვენს ბაღში რიგი ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია. გაზაფხულზე ჩვენგან ყურადღებას ქოთნის ყვავილებიც ითხოვენ; როცა ღამით ტემპერატურა სტაბილურად 10 გრადუსი იქნება, მათ აივანზე ვაბინავებთ და სექტემბრის ბოლოს ისევ ოთახში ვაბრუნებთ.
- 2)ზოგიერთი მცენარე აუცილებლად შემოდგომაზე უნდა დაირგას. მაგალითად ბოლქვიანი მცენარეები, ტიტები, ნარცისები რომლებსაც შემოდგომაზე ვრგავთ, მიწაში იზამთრებენ და ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ. 20 აპრილის შემდეგ კი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დარგვა უკვე შეგიძლიათ.
- 3) ყოველ წელს ყველა მცენარეს გადარგვა არ სჭირდება — ეს ესაჭიროება მხოლოდ იმ მცენარეებს, რომლებიც სწრაფად, აქტიურად იზრდებიან. ქოთნის შესაცვლელად, უნდა შეარჩიოთ, არსებულ ქოთანზე ორი თითის ზომაზე განიერი — დამერწმუნეთ, დიდი ზომის ქოთნის შეძენა უარეს შედეგს მოგცემთ, ეს შეცდომაა! როცა მცენარე გაიზარდა და უკვე დიდია, შეგიძლიათ 3-4 წელიწადში ერთხელ გადარგოთ.მიწა არ გამოუცვალოთ მთლიანად; მხოლოდ ზედაპირი მოხსენით და ზემოდან ახალი მიწა მოაყარეთ. თუ წელიწადში ერთხელ უნივერსალურ სასუქსაც მიაშველებთ, იდეალურად იგრძნობს თავს. როგორ მივხვდეთ, რომ მცენარე გადასარგავია? — ძირში ყველა ქოთანს ნახვრეტი აქვს, შევხედოთ და თუ ფესვს დავინახავთ, მაშინ ახალი ქოთნის შეძენა მოგვიწევს. გახსოვდეთ, რაც დიდია ქოთანი, მით მეტი გამოუყენებელი მიწა რჩება და შედეგად, მცენარე ლპობას იწყებს.ვიდრე ქოთანში მცენარეს დარგავთ, 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე კენჭები, ან ძველი კერამიკის ქოთნის ნამტვრევები ჩაყარეთ, რომ ნახვრეტი რაშიც წყალი უნდა გავიდეს, მიწით არ აივსოს და მორწყვისას წყალი ადვილად გავიდეს — ერთგვარი დრენაჟის ფუნქცია შევქმნათ.
- 4) ბარაქის ხე - რატომღაც ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ წყალს დაასხამს უფრო სწრაფად გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში მინიმალურ წყალს მოითხოვს. გაზაფხულსა და ზაფხულში მორწყეთ თვეში ორჯერ, ზამთარში თვეში ერთხელ. თუ ზაფხულში გვალვაა თვეში სამჯერ — ოღონდ წყლის ძალიან მცირე დოზით. დაგჭირდებათ ძალიან პატარა ქოთანი. გახსოვდეთ, რომ ბარაქის ხეს წყალი თავად აქვს ფოთლებში. წარმოიდგინეთ ამის ფონზე თქვენ ხშირად რწყავთ, ზედმეტ წყალს აწვდით და შედეგად ყრის ფოთლებს და ულპება ღერო.
- 5) კიდევ ერთი უნივერსალური წესი არსებობს: რა ზომისაცაა მცენარე, იმის მესამედი უნდა იყოს ქოთანი სიმაღლეში — აი, ამ შემთხვევაში გრძნობს მცენარე თავს კომფორტულად. ბარაქის ხის შემთხვევაში კიდევ უფრო პატარა ზომის ქოთანია საჭირო, რადგანაც პატარა ფესვი აქვს.
- 6) იას კარგი განათებული ფანჯარა უყვარს და ზემოდან არ მორწყათ — ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ, იმიტომ რომ ლპება. წყლიან ლამაქზე დადგით და თავად აისრუტავს.